საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

21.02.20 13:20


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ქემლინ ფურლის უმასპინძლა და არსებული და სამომავლო გეგმები განიხილა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლტოლვილთათვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის – ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

თავის მხრივ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს სამაგალითო თანამშრომლობისთვის. მიხეილ ჩხენკელმა და ქემლინ ფურლიმ შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების განათლების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები