პოლიტიკა

გამყოფ ხაზთან დაკავებული 17 წლის ბიჭი გათავისუფლებულია – სუს

24.02.20 11:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 17 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ გვიან ღამით გორის სოფელ კირბალთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან დააკავეს დე ფაქტო მესაზღვრეებმა, გათავისუფლებულია.

იგი უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა — პირველი არხის ცნობით, ქართველ სამართალდამცავებს ის ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს და მალე შიდა ქართლის პოლიციაში გადაიყვანენ, სადაც ოჯახის წევრები ელოდებიან.

როგორც მისმა დედამ უთხრა „მთავარ არხს“, მოზარდი სამ მეგობართან ერთად — ისინი არასრულწლოვნები არიან — იყო წასული ტყეში შეშის მოსაგროვებლად.

მისი ინფორმაციითვე, უეცრად გამოჩენილმა დე ფაქტო მესაზღვრეებმა ის დაიჭირეს, სხვებმა კი გამოქცევა მოასწრეს. „ეგენი გამოიქცნენ და ეს ვერ გამოიქცა“.

დედის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი შვილი დააკავეს, თუმცა მისი მეუღლე ორჯერ ჰყავდათ დაკავებული.

სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც (EUMM-ი) ინფორმირებული.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები