პოლიტიკა

გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო ისტემაზე - ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს

24.02.20 11:30


საარჩევნო რეფორმაზე ულტიმატუმების კვირა დაიწყო ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს, თუმცა ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ხელისუფლების ოპონენტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას

"ხელისუფლება თუ ფიქრობს, რომ რაღაცა ფორმულას შემოგვთავაზებს, რომელიც მისცემს ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას, 30-პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში მაინც უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემოთავაზებას ვერ დავთანხმდებით, იმიტომ რომ ეს სწორედ სცდება დემოკრატიული პრინციპების მოთხოვნას," - აცხადებს სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ხელიუსუფლევამ დაკავებულები უნდა გაათავისუფლოს.

"შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და პროპორციული სისტემის ირგვლივ ჩაერთოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში, ამას თუ გააკეთებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვაახლოთ დიალოგში მონაწილეობა," - განაცხადამა კაპანაძემ.

მმართველ გუნდში კვლავინდებურად აცხადებენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მთავარი მიზანი დესტრუქცია და დაძაბულობაა

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დათმობაზე, ყოველთვის უნდა გავთვალოთ რას წარმოადგენს ეს დათმობა ციფრებში, არამარტო ქართული ოცნების მხრიდან, არამედ კომპომისი ვის მიმართ არის დასაშვები, თუ ეს ხალხს ეხება, რასაკვირველია, უნდა დავუშვათ," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები