პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო - კელი დეგნანი საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

24.02.20 11:45


NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს,-ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს.

დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები