პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: ნებისმიერი აქცია, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური, რადგან საარჩევნო წელია, მთავარია, არ მიიღოს ძალადობრივი სახე

24.02.20 13:00


მიმდინარე წელს ნებისმიერი აქცია სავარაუდოდ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან გვაქვს საარჩევნო წელი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში სახალხო დამცველის ფუნქციაა, დაცული იყოს ყველას უფლება და შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით.

„მიმდინარე წელს ნებისმიერი აქცია სავარაუდოდ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან გვაქვს საარჩევნო წელი და სავარაუდოდ ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის აქცია სწორედ დაკავშირებულია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიასთან.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ჩემი მთავარი ფუნქცია ამ ვითარებაში არის ის, რომ ყველას უფლება და შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით, უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, მე ამ აქციების შინაარსთან დაკავშირებით ვერ გამოვხატავ, ვერ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მთავარია, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი სახე და არ გადაიქცეს იმაში, რომ სხვა ადამიანებს შეეშალოს ხელი თავიანთი უფლებების რეალიზაციაში. სხვა თვალსაზრისით, ვიდრე აქციებს, თუნდაც კონტრაქციებს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, ეს სრულად ჯდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცულ სფეროში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები