პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი სტრასბურგში მაღალი დონის კონფერენციას გახსნის

24.02.20 14:20


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციას გახსნის.

ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში.

მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე დეკლარაციას მიიღებენ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები