პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული

24.02.20 14:40


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ზალკალიანის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი საკითხები იქნება – დაბლოკილი გადასასვლელები, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები და მკვლელობის ფაქტები.

„ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მე დღევანდელ გამოსვლაში აუცილებლად ვისაუბრებ ისეთი ფუნადმენტური უფლების შეზღუდვაზე, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, დაბლოკილი გადასასვლელბი, ასევე ეთქნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაცია, გატაცებები, მკვლელობის ფაქტები, ბუნებრივა, ეს იქნება ჩემი გამოსვლის ძირითადი საკითხი, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაციის თვალსაზრისით“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში ყოველწლიურად მიიღება შესაბამისი რეზოლუცია.

მინისტრის განმარტებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს წლევანდელ რეზოლუციაში საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის მნიშვნელობაზე.

„მოგეხსნებათ, რომ ყოველწლიურად ამ ფორმატში ჩვენ ვიღებთ შესაბამის რეზოლუციას, წელსაც, მარტის თვეში, უკვე მუშაობა განხორციელებულია იმასთან დაკვშირებით, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს და მიღებული იქნას რეზოლუცია. ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, ხაზს უსვამს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის მნიშვნელობას და ამაზე იქნება წლევანდელ რეზოლუციაში საუბარი.

დარწმუნებული ვარ, ეს რეზოლუცია წელსაც გავა და ჩვენ გვექნება ადამიანის უფლებათა საბჭოს ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორც გვქონდა გასული ორი-სამი წლის განმავლობაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს კიბერუსაფრთხოების საკითხზეც.

„რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოების საკითხზე მექნება ჩემს გამოსვლაში საუბარი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს ტრიბუნა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, რათა საქართველოს თემატიკა ამ მიმართულებით იყოს აქტუალური. ვმუშაობთ ასევე ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს ფორმატების ფარგლებში ამ საკითხის აქტუალიზაციის კუთხით. აუცილებლად გვექნება ამ საკითხზე საუბარი ეუთო-ს ფორმატებში და ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმასთან დაკვაშირებით, რომ ამ უკანონო ქმედებაზე მოხდეს ყურადღების გამახვილება, ასევე შემდგომი პრევნეცია, რათა არ იქნას დაშვებული საქართველოში მსგავსი პრეცედენტის გამეორება“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები