პოლიტიკა

მიშელ ბაჩელეტი - უთანასწორობის დასამარცხებლად და სოციალური სტაბილურობის გასამყარებლად უნდა აღმოვფხრათ დისკრიმინაცია, რომელიც უკუსვლას უწყობს ხელს

24.02.20 15:40


გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი მოვლენის გამო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს საკითხები, რომელიც სწრაფ და გადამწყვეტ რეაგირებას საჭიროებს.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებების, განვითარებისა და მშვიდობის წინაშე არსებული საფრთხეები შესაძლოა, მზარდია, თუმცა ასევე იზრდება ადამიანის უფლებების ნორმებზე დაფუძნებული ქმედითი გადაწყვეტილებები.

„მსოფლიოში მიმდინარე მრავალი მოვლენის გამო, საბჭოს ამ სესიის გამართვა განსაკუთრებით საჭირო გახდა. ამ მოვლენებისგან ბევრი სწრაფ და გადამწყვეტ რეაგირებას საჭიროებს, ნაწილი კი, როგორიცაა კლიმატური კრიზისი, გრძელვადიანი საკითხებია, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში მდგრად გადამწყვეტ ზომებს მოითხოვს. ადამიანის უფლებების, განვითარებისა და მშვიდობის წინაშე არსებული საფრთხეები შესაძლოა, მზარდია, თუმცა ასევე მზარდია ადამიანის უფლებების ნორმებზე დაფუძნებული პრაქტიკული ქმედითი გადაწყვეტილებები. ბოლო წლების მრავალმხრიანმა შეთანხმებებმა მოგვიტანა მრავალი ასეთი გადაწყვეტილება – 2030 წლის დღის წესრიგი, გლობალური მიგრაციული პაქტი, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონვენცია და სხვები. ნიჭიერი ახალაზრდობა ასევე განიხილება როგორც ჩვენს წინაშე არსებული კრიზისების დარეგულირების ნაწილი. დღეს ბევრი მათგანი გამოდის კრიტიკით უთანასწორობის გამო და ითხოვს უფრო პასუხისმგებლიან მმართველობას, თანასწორ შესაძლებლობებს და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ამ კონტექსტში, მსურს თქვენი ყურადღება მივაქციო პოლიომელითის საწინააღმდეგო ვაქცინის გამომგონებლის, ჯონას სოლკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო კარგი წინაპარი.

იმისათვის, რომ ვიყოთ კარგი წინაპრები, ჩვენ უნდა მოვამზადოთ მომავალი ახალგაზრდობისა და თაობებისთვის მსოფლიო, რომელსაც შეუძლია ისინი უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრებით მშვიდობისა და თავისუფლების პირობებში. დღევანდელი მერყევი პოლიტიკური ლანდშაფტი მოითხოვს გამოსადეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. ასეთი ინსტრუმენტები არსებობს. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისა და მოსახლოების ფართო ჩართულობა, მათ შორის ახალგაზრდების, სოციალური ჰარმონიისა და ეკონომიკური მდგრადობის, ასევე ინოვაციების განვითარებას შეუწყობს ხელს. უთანასწორობისა და სიღარიბის დასამარცხებლად, სოციალური სტაბილურობის გასამყარებლად ჩვენ უნდა აღმოვფხრათ დისკრიმინაცია, რომელიც უკუსვლას უწყობს ხელს“ ,- განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები