პოლიტიკა

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით " - გრიგოლ ვაშაძე

25.02.20 10:00


არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება გარდაუვალია და არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ვაშაძემ პირობა დადო, რომ არანაირ შურისძიებას ადგილი არ ექნება.

“ჩვენ [გაერთიანებული ოპოზიცია] არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით - 2018 წელი იყო უვერტიურა, ახლა იქნება პირველი აქტი, ხოლო მეორე და მესამე აქტი იქნება საქართველოს ყველა ოჯახში კეთილდღეობის მატება.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არავითარი არეულობა. რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აგებს, დღევანდელი თვალსაზრისით ხელისუფლებამ უნდა მოგვიწყოს რევოლუცია, რათ გვინდა ჩვენ რევოლუცია - ვიგებთ არჩევნებს” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები