პოლიტიკა
25.02.20 11:45
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს.
როგორც „კვირას“ ათეა-დან აცნობეს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც კონგრესის პრეზიდენტი – ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი -ანდრეას კიფერი, ასევე, კონგრესის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი – ელეონორ პარკ-ედსტრომი და გენერალური მდივნის პირადი ოფისის უფროსი-საბინე ზიმერი შედიოდნენ, ათეა-ს წარმომადგენლებთან, კერძოდ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში – კახა კალაძესთან და აღნიშნული დელეგაციის წევრებთან – გიორგი ტყემალაძესთან, თამარ ტალიაშვილთან და ბექა დავითულიანთან, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან და საქართველოს სახალახო დამცველთან გამართა შეხვედრები.
მხარეებმა სხვა თემებთან ერთად, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგზე იმსჯელეს და მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე, ასევე, საუბარი შეეხო თვითმმართველობის განვითარების საკითხებს, ახლადდამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს.
კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა და მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 22 თებერვალს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს და მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ. 23 თებერვალს კი, დელეგაციის წევრები ათეა-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებას გაეცნენ.
დელეგაციასთან ერთად, აღნიშნულ შეხვედრებს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლები საქართველოს 25 თებერვალს დატოვებენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24