პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - რევოლუციური მეთოდებით სიტუაციის არევა არავის გამოუვა

25.02.20 12:40


მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეჩერებულ დიალოგზე საუბრისას განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ოპოზიციისთვის არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებია.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, მეორეს მხრივ მე ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები.

ამიტომ მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება. რაც მთავარია ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რევოლუციური მეთოდებით ქვეყანაში სიტუაციის არევა არავის გამოუვა. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, განვითარება და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკვეთა. ვინც ხალხის დაკვეთას შეასრულებს, მასაც მეტი მხარდაჭერა ექნება. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ცხადია, რომ ოპოზიცია შეეცდება საკუთარი ძალების მობილიზებას. ჩვენც ღირსეული კანდიდატები გვეყოლება და ცხადია, ორიენტირებულები ვართ გამარჯვებზე. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები