საზოგადოება

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

25.02.20 13:40


ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

მისი ოჯახის წევრების განცხადებით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენს გაასაჩივრებენ.

მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია ამბობს, რომ მისი შვილისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება "ევროპული საქართველოს", პროკურატურის, სასამართლოსა და "ქართული ოცნების" საერთო ინტერესი იყო.

"ყველას აქვს ინტერესი ჩემი შვილის დაპატიმრებაში. სერგი კაპანაძის, "ევროპული საქართველოს" და ასევე "ოცნების" ინტერესი იყო ჩემი შვილის დაპატიმრება. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და დაბალი ღობე ჩვენ გვნახეს, 6-შვილიანი ოჯახი და ჩვენ გაგვწირეს",- აღნიშნა თენგიზ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომდარი გარჩევის დროს ორი მოზარდი დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ადგილზე, ხოლო დათუნა სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები