პოლიტიკა

'სახელისუფლებო ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალზედ მყიფე იქნება' - გია ვოლსკი

25.02.20 14:20


პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა, გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა საშინაო და საგარეო საკითხებთან დაკავშრებით, მისივე თქმით, რადიკალური განსხვავებები ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელია, ასევე აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალზედ მყიფე იქნება.

ვოლსკის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს.

„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა - პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები - ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ.

უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე.

ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. რომც მოიპოვონ უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება.

წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისათვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე შეთანხმებას, ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციას დესტრუქციული სცენარი აქვს, რის გამოც არ უბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

„ნეგატიურია ოპოზიციის განცხადებები, რომ არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გასაგებია - დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და ვერც გაკვირვებას გამოვხატავთ.

აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს გარემოება. მითუმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე, ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული წამყვანი პარტიები, რასაკვირველია, არ იქნებიან მომხრე, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და სხვა პოლიტიკურ ინდივიდებსაც, რომლებიც მათზე არიან ჩამოკიდებული, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ.

ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა,“ - აღნიშნა ვოლსკიმ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები