პოლიტიკა

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25.02.20 14:40


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის სხვადასვხა ფორმატებში.

აღინიშნა შვედეთის დახმარების მნიშვნელობა საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს წარამტებას როგორც აღმოსვალეთ პარტნიორობის ფარგლებში, ასევე ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში.

მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები