ანალიტიკა

ხოჯალის გენოციდი, როგორც რეპეტიცია სოხუმის ხოცვა-ჟლეტის წინ

25.02.20 23:50


დავიწყოთ იქიდან, რომ სეპარატისტებისა და სომეხი ბოევიკების მხეცობა სოხუმის აღებისას 1993 წლის სექტემბერში არ იყო შემთხვევითი. იგი გულდასმით იყო გააზრებული და დაგეგმილი.

ხოცვა- ჟლეტის ორგანიზატორებს სჭირდებოდათ, პირველ რიგში, ტერორის შთაგონება მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობისთვის, რათა მათ აზრადაც კი არ მოსვლოდათ ქალაქში დაბრუნება, რომელიც დამპყრობლებმა „თავისთვის მოიწონეს“. ასევე ხოცვა-ჟლეტის ინიციატორებს სოხუმში სჭირდებოდათ სისხლიანი ფაქტი აფხაზებისთვის, რათა აფხაზებს შემდგომ პანიკურად შეშინებოდათ საკუთარი ქართველი-ძმების დაბრუნება შურისძიების მიზნით, თანაც ამ საფრთხეს ყველანაირად აღვივებდა იმდროინდელი პროპაგანდა. მაგრამ, ქართული ხელისუფლება არავის არ დასჯიდა. ეს დღესაც ეჭვგარეშეა. საქართველოს ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ იღწვის აფხაზეთთან მშვიდობიან გაერთიანებაზე, აფხაზეთის მოსახლეობას თავის მოქალაქეებად თვლის და თანაც უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს მათ, ისე, რომ არ ეკითხება ეთნიკურ წარმომავლობას და იმასაც თუ ვის მხარეზე ომობდა რომელიმე კონკრეტული ადამიანი 1992-1993 წწ.

ქართველთა გენოციდის „გენერალური რეპეტიცია“ სოხუმში მოხდა წელიწად ნახევრის წინ აფხაზეთიდან შორს მდებარე ყარაბაღის ქალაქ ხოჯალიში. სომეხმა შეიარაღებულმა საოკუპაციო ძალებმა 1992წ. 25-26 თებერვლის ღამეს რუსული არმიის მხარდაჭერით ჯალათურად ჩახოცეს 700 მშვიდობიანი აზერბაიჯანელი. ძირითადად ესენი იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები.

ამასთანავე ხოჯალი იყო და რჩება ნაკლებად „ღირებულ თასად“ სომეხი ნაციონალისტებისთვის, ვიდრე სოხუმი. ყოველ შემთხვევაში სომხების მასობრივი გადასახლება ყარაბაღში არ მოხდა. მას ის სომხური მოსახლეობაც ტოვებს, რომელიც იქ ცხოვრობდა „მიაცუმის“ (სომხურად შეერთება-რედ.) დაწყების წინ და აი, სოხუმი დღეს მასობრივად სომხებითაა დასახლებული და ეს პროცესი ალბათ ახალ „ბიძგს“ მიიღებს მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების შეძენა სეპარატისტულ აფხაზეთში შესაძლებელი გახდება იმათთვისაც, ვისაც არ გააჩნია სეპარატისტული „მოქალაქეობა“.

ისევე, როგორც ხოჯალიში, სოხუმშიც სომეხმა ნაციონალისტებმა „ბრმა და სუსტი ძალისთვის“ გამოიყენეს რუსული არმია. მაგრამ არც ერთი რუსი სამხედრო და ოფიცერი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გენოციდის „სამხედრო დასაფარში“ არ მიიღო „დივიდენდები“ არც იმისგან, რაც მოხდა ხოჯალოში, ასევე სოხუმში. სამაგიეროდ სომეხმა ჯალათებმა თავის მიზანს მიაღწიეს. ხოჯალის შემდეგ სომეხი ნაციონალისტების ყარაბაღულმა კლანმა დაიწყო ძალაუფლებაში მოსვლა სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო აფხაზეთში სომეხმა ნაციონალისტებმა დაიპყრეს ყველაზე „ტკბილი“ უძრავი ქონების ობიექტები.

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ დღეს ხოჯალისა და სოხუმის გენოციდში დამნაშავეები იღწვიან „გაამაგრონ“ ეთნიკური წმენდის შედეგები. ისევ რუსეთზე დაყრდნობით, რომელიც სომხურმა ლობიმ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. იქ ხომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს სერგეი ლავროვი (კალანტაროვი) არ განაგებს, არამედ მთავრობას ხელმძღვანელობს მიხაილ მიშუსტინი, რომელსაც სომხური ფესვები გააჩნია.

მაგრამ ისტორია გვიჩვენებს: სხვის უბედურებაზე არც ერთ ერს არ გამოუვიდა ბედნიერების აგება. ყარაბაღისა და აფხაზეთის მიწები, საბოლოოდ, გახდება წყევლა იმ ჯალათებისა და მათი ახლობლებისთვის, თუ კი ისინი არ მოინანიებენ და არ დააბრუნებენ მშობლიურ ადგილებში ლტოლვილებს და თუ არ იტყვიან უარს ეთნიკური ნაციონალიზმის იდეოლოგიაზე.




KavkazPlus

წაკითხულია : 685


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები