პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

26.02.20 10:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ავსტრიის მუდმივ წარმომადგენელთან, ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ურთულესი გარემოს განხილვას; აღინიშნა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. მინისტრმა საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ, უარყოფითი შეფასება მიეცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ქმედებებს, რომლითაც უხეშად ირღვევა ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა საბჭოსთან.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები