ეკონომიკა

გიორგი გახარია: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას

26.02.20 12:40


ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე – „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

მისი თქმით, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას, განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი იმისთვის, რომ ყველა სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს, განსაკუთრებით სერვისის სფეროში. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას ბევრი წელი სჭირდება. სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, ექსპერტთა საზოგადოებამ, მთავრობამ სწორედ ვიპოვოთ ქვეყნის როლი როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში.

დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით – ღია, კონკურენტული ბაზარი“, – განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები