პოლიტიკა

"პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა" - ჯანდაცვის მინისტრი

26.02.20 14:20


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.

„ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები