პოლიტიკა

"ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არაა" - ზურაბ აბაშიძე

26.02.20 16:00


ჩატარდება თუ არა ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, ინფორმაცია ამის შესახებ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აბაშიძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩასატარებელ ადგილთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.

მისი განმარტებით, თუ მინისტერიალი თბილისში ჩატარდება თბილისში, უნდა შესრულდეს საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან და ასევე, უნდა შესრულდეს ვალდებულებები, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს, შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად და როგორ გაიმართება სესია, ერთი დღე მოვითმინოთ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ .

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. თუ კი მინისტერიალი თბილისშიგაიმართება შესაძლოა, ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები