საზოგადოება

აპრილში მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება

26.02.20 17:20


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინიციატივა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს სამხედრო მოსამსახურეებმა ღარიბაშვილის ბრძანებით შექმნილ ბინათმშენებლობის ე.წ. "ამხანაგობაში" გასაწევრიანებლად.

აპრილში მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება.1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ახალი შემოთავაზებით ისარგებლებს.

(ყველა გენერალი, პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი, ასევე ის მაიორები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ ბინა და სერჟანტების კატეგორია).

2021 წელს პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება. დამტკიცებული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით მომდევნო ეტაპები წლების მიხედვით განხორციელდება.

საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, ახალი პროექტის მიხედვით.

კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობის საშუალება ექნებათ სამხედროებს. 200 დოლარი იქნება საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება და ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ სამხედრო მოსამსახურეებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები