პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27.02.20 10:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

ელჩმა ქართულ მხარეს დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ იტალიის რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევადა რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით ატარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელება საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და სხვადასხვა კოლეგა უწყებებს შორის აქტიურად ახდენს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები