საზოგადოება

კორონავირუსის გამო სწავლა არ შეწყდება

27.02.20 10:45


კორონავირუსის დაფიქსირების გამო საქართველო არ აპირებს ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დროებით შეაჩეროს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

საქართველო ირანთან მიმოსვლას 2 კვირით კეტავს. შეზღუდვა ეხება როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო (სხვა ქვეყნების გავლით) მიმოსვლას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა საქართველოში ირანიდან. კარანტიშია გადაყვანილი საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან ერთად მგზავრობდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კარანტიში გადაიყვანენ იმ მებაჟეებსაც, რომლებსაც ინფიცირებულთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

კორონავირუსით დაავადებულია შუა ასაკის ადამიანი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები