საზოგადოება

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება

27.02.20 12:00


"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსული შემთხვევების 81% სერიოზული სამედიცინო ჩარევის გარეშე, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის მესამე დიდი ეპიდაფეთქება, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენთან კორონავირუსული ინფექცია დაფიქსირდა.

ველოდით შემთხვევის დაფიქსირებას და შესაძლებელია კიდევ იყოს შემთხვევები. ერთის მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ დამერწმუნეთ ეს რთული იქნება. მეორე მხრივ, კი მზად უნდა იყოს ქვეყანა რომ ამ ადამიანებს სამედიცინო დახმარება ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ. ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ, შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქი სიმძიმით ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც", - განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ვირუსული შემთხვევბის 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც აქტიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებას,

"5% გახლვათ კრიტიკული მდგომარეობები, ესენი კი რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებენ. გამომდინარე აქედან, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის და ეს დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა. მზადყოფნაა როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების. მოგეხსენებათ, მთავარი სიმპტომები ამ დაავადების იგივეა რაც ყველა რესპირაციული ინფექციის, იქნება ეს გრიპი. მაღალი, ტეპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ა.შ. ყველაზე საყურადღებო გართულება გახლვათ ე.წ. ატიპიური პნევმონია, რითაც შემდგომ ადამიანები იღუპებიან", - დასძინა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები