პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: მაპი არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს

18.05.16 15:15


ნატო სამხედრო თვალსაზრისით არ არის ის ბერკეტი, რომელიც დაგვაბრუნებინებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არც ის ბერკეტია, რომელიც უარს გვათქმევინებს ჩვენი რეგიონების არდათმობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში სტუმრობისას, ქვეყნის საგარეო კურსზე საუბრისას განაცხადა.

„არსად არავის უთქვამს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მოგვარებული ყველა პრობლემა, რომ ნატოს წევრი გახდეს. იყვნენ ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ნატოს წევრები და მათი ტერიტორიული მთლიანობა არ იყო უზრუნველყოფილი.

საქართველო ნატოში ინტეგრაციის მომენტში არ ამბობს უარს ამ ტერიტორიებზე, მაგრამ არც იმას ამბობს, რომ ნატოს მეშვეობით ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ამ ორი თემის დაკავშირება ხდება იმიტომ, რომ მოდის არჩევნები და ქვეყანაში ძლიერდება ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მაპი არ უნდა გახდეს ჩვენი ინტეგრაციისთვის შემაკავებელი საფეხური, „მაპი უნდა იყოს ჩვენი ინტეგრაციის დამაჩქარებელი, ხოლო თუ ასე არ იქნება, მაპი არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები