ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად შვიდი თვის განმავლობაში დოლარი გაყიდა

26.08.16 15:40


ხუთშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ვაჭრობაზე ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლართან მიმართებით 2,2829 GEL/$1 შეადგინა. მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე 12 აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 300 მილიონ დოლარზე მეტი შეისყიდა. ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა კვლავ იყიდა აუქციონზე 20 მილიონი დოლარი. პარასკევისათვის ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებით 2,2857 GEL/$1 შეადგინა, რაც 0,0119 ლარით აღემატება ხუთშაბათის კურსს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 811


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები