პოლიტიკა

კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

27.02.20 12:20


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

„ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება.

რაც შეეხება ოპოზიციას, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები