საზოგადოება

განათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს და ჰიგიენურ ნორმებს ამკაცრებს

27.02.20 13:00


საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, ამ დროისთვის სწავლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

„კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით, სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია, დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში, სკოლებში ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს შენობა ორჯერ. ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება, როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით“ ,- განაცხადეს განათლების სამინისტროში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები