პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი სამკურნალოდ პოლონეთში გაემგზავრა

27.02.20 14:20


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი მკურნალობის მიზნით პოლონეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ნათქვამია მის Facebook-გვერდზე.

გარდა მკურნალობის კურსისა, ის პოლონეთის სეიმის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში.

„როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში მერაბიშვილს პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალდებები ექვს რეზონანსულ საქმეზე წარედგინა.

მას ბრალად ედებოდა ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა თბილისში, 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემა სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ჩარევა. კიდევ ერთი – 2007 წლის ნოემბერში აქციის დაშლასთან და ტელეკომპანია „იმედის" დარბევასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები