ანალიტიკა

საქართველოში სომხეთის საელჩოს „მუშაკები“ აგრძელებენ ისტერიის გაღვივებას დავით გარეჯის გარშემო

27.02.20 15:20


ე.წ. "დავით-გარეჯის დაცვის კომიტეტის" წევრებმა, ნიკოლოზ მჟავანაძის ხელმძღვანელობით, საპროტესტო აქცია გამართეს აზერბაიჯანის საელჩოს წინ. რა ტიპის ”კომიტეტია” და ვისთვის მუშაობს, აჩვენებს ის, ვინც მათ რეკლამირებას უწევდა - სომხური მედია. თანაც წმინდა სომხური პროპაგანდისტული კლიშეების გამოყენებით.

მაგალითად, სომხური გამოცემის Infoteka24 პუბლიკაციის ერთ-ერთი სათაური ეგრეთ წოდებული „ქართველი პატრიოტების“ აქციის გატარების შესახებ, რომელიც იცავს სომხურ ინტერესებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების მიზნით:
”საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გაიმართება დავით გარეჯის განთავისუფლების მოთხოვნით აზერბაიჯანული საოკუპაციო ძალებისგან” (https://infoteka24.ru/2020/02/26/58042/).

საინტერესოა, რომ არც ამ და არც სხვა სომხურ გამოცემებს არასოდეს უწოდებიათ არც აფხაზეთისთვის და არც ცხინვალის რეგიონისთვის ”ოკუპირებული”. მათთვის ეს არის ”დამოუკიდებელი რესპუბლიკა”, რადგან ე.წ. მთიანი ყაბაბაღის რესპუბლიკამ ( ფაქტობრივად კი, სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ყარაბაღის) ისინი აღიარა.

ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის - აფხაზეთში ხომ სომეხმა ბოევიკებმა მოაწყვეს საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. დღემდე სომეხი ნაციონალისტები არ უშვებენ ქართველ ლტოლვილებს თავიანთ სახლებში, მაგრამ ისინი ყველანაირად ლობირებენ, რომ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ნება დართოს სომხებს მთლიანად შეიძინონ მთელი აფხაზეთი.

"დღეს, თბილისში, 16:00 საათზე, აზერბაიჯანის საელჩოს წინ გაიმართება აქცია, დავით გარეჯის ქართული სამონასტრო კომპლექსის ტაძრების დაუყოვნებლივ დეოკუპაციას და იქიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანის მოთხოვნით" - წერს სომხური გამოცემა Infoteka24, რომელიც ამ მიტინგის რეკლამირებას ახდენს. ამავე დროს, თავხედურად ივიწყებენ იმას, რომ სომხეთმა, დაიპყრო ხუჯაბის ქართული მონასტერი საზღვრის უკანონოდ გადაადგილებით.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების მითვისების გარდა, სომეხი ნაციონალისტები ოფიციალურად კვლავ ითხოვენ 465 ქართულ ეკლესიას საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგ მათგანს, მაგალითად, კუმურდოს საკათედრო ტაძარს სამცხე-ჯავახეთში, უკვე შეეცადნენ ძალით დაიპყრონ და ქართულ პოლიციას ქვები დაუშინეს.

ნათელია, რომ პროვოკაციული მიტინგის მონაწილეებმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, ხმამაღლა ააჟღერეს ყველაფერი, რაც მათ "ერევანში მეპატრონეებმა" უკარნახეს.

მათ მოითხოვეს "აზერბაიჯანის ჯარის" (ე.წ. მესაზღვრეების) გაყვანა დავით-გარეჯის ტერიტორიიდან. ამ მოთხოვნით, ე.წ. "დავით-გარეჯის დაცვის კომიტეტის" წევრებმა წერილი გაუგზავნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომელიც მათ მოიტანეს აზერბაიჯანის საელჩოში. აქციის ორგანიზატორი, ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება "არ აძლევს უფლებას მრევლს დავით გარეჯის ქართულ სალოცავებზე მისასვლელად".

მისი თქმით, გახარიასა და ალიევს შორის მიღწეული შეთანხმება, ვითომ, „არ შესრულებულა“, რომლის თანახმად, სასულიერო პირები დავით-გარეჯის ტერიტორიაზე უნდა შეუშვან.

ამ განცხადებაში აშკარა სიცრუეა, რადგან ბერებს და სასულიერო პირებს უფლება აქვთ, დავით გარეჯის ყველა ეკლესიაში ყოფნისა და ღვთის მსახურების ჩატარებისა. ამასთან, საზღვრის დემარკაციამდე და პროვოცირების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იძულებულნი არიან, შეზღუდონ მომლოცველთა და ტურისტების რაოდენობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაწილში. იმის გამო, რომ როდესაც შეზღუდვა არ იყო, არსებობდა პროვოკაციები, იქამდე, რომ ცდილობდნენ იარაღის წართმევას აზერბაიჯანის მესაზღვრეებისგან.

გასაგებია, რომ მჟავანაძე საკუთარი ისტერიით მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას და იმ დროს წელავს, როდესაც ტურისტებსა და მომლოცველებს უფლება ექნებათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მოინახულონ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება, როგორც კი მოხდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სრული დელიმიტაცია და დემარკაცია. საკუთარი პროვოკაციებით, მაგალითად, ნიკოლოზ მჟავანაძე შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს და იღწვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წარმოშვას, სომეხი „დამკვეთების“ ინტერესებიდან გამომდინარე.

აზერბაიჯანის საელჩოს წინ გამართული აქციის თარიღიც შემთხვევით არ იქნა არჩეული პროვოკატორების მიერ. 26 თებერვალი ხოჯალის გენოციდის წლისთავია.

მჟავანაძე ამ დღეს ცდილობს ქართული საზოგადოების ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. იმ მომენტში, როდესაც აზერბაიჯანში იმართებოდა სომეხი ჯალათების მიერ უდანაშაულო მოკლული ბავშვებისა და ქალების ხსოვნა, მჟავანაძეს აშკარად ჰქონდა მიზანი და "ამოცანა", ეს მოვლენა გადაეფარა "ინფორმაციის გადართვით" სხვა თემაზე, პროვოკაციულზე და ანტი-აზერბაიჯანულზე.



Kavkazplus

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები