პოლიტიკა

"ხალხი არ ენდობა სისტემას- უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს საჯარო ღონისძიებები"- მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსზე

27.02.20 17:40


საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კორონავირუსის დადასტურებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი პანიკა 2008 წლის ომშიც კი არ იყო, რაც იმის მიზეზია, რომ ხალხი არ ენდობა სისტემას.

„მე მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა იმარაგებს პროდუქტებს.

ხალხი არ ენდობა სისტემას და ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცულნი. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს 2008 წელს მაშინ , როდესაც ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე, რადგან მაშინ დღევანდელთან შედარებით ნდობა იყო, რისი მიზეზიც არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ 1 კვირით დაიგვიანა.

უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომელთა მეშვეობითაც ხალხი შემოდიოდა ირანიდან. უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, რადგან ეს ვირუსი ძალზე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად ეკონომიკას. რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, ყველაზე ნაკლებ ზიანს მივიღებთ ვირუსისგან“ - განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეო მიმართვაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები