პოლიტიკა
28.02.20 10:15
ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორიალს ეხმიანება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ავსტრიის რეგიონალური ამბასადორიალის საქართველოში მასპინძლობისთვის და კონფერენციის გახსნისთვის.
მან აღნიშნა, რომ ავსტრია კარგად იცნობს ქვეყნის პოზიტიურ მიღწევებს, ასევე საქართველოში არსებულ გამოწვევებს.
„საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტეთ.
პირველი - ეს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაა, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და კვლავ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩვენი ურყევი მხარდაჭერა. ვიზიტის მეორე მიზანს წარმოადგენს ინტერესი საქართველოს განვითარების მიმართულებით. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) შეხვედრებს მართავს ქართულ მხარესთან და იხილავს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს პრიორიტეტულობას დახმარების პროგრამების შემუშავების პროცესში“ ,- განაცხადა მარშიკმა.
უწყების ინფორმაციით, ალექსანდერ მარშიკი საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ADA-ს წარმომადგენლები.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24