საზოგადოება

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

28.02.20 10:45


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სემეკის თავმჯდომარემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს ახალი რეგულირების პრინციპები გააცნო. დავით ნარმანიამ ისაუბრა საკანონმდებლო სიახლეებზე, ნორმატიულ აქტებში ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებისა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე.

26-28 თებერვალს ავსტრიაში, ქ. ვენაში აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციისა (NARUC) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ევროპისა და ევრაზიის ინიციატივის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების ხელშეწყობის საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები