პოლიტიკა

კორონავირუსის გამო ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებმა ე.წ საზღვრები ჩაკეტეს

28.02.20 11:15


აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება სრულად შეზღუდა. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მთავარ მიზეზად კი, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება დაასახელეს.

რაც შეეხება ფსოუზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, იქ მიმოსვლა ნებადართულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის. როგორც ირკვევა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს აქვთ.

კორონავირუსის ფაქტის დადასტურების გამო, ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ცხინვალის რეჟიმმაცვ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები