პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

28.02.20 11:45


სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან შეხვედრებით დაასრულებს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები