საზოგადოება

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

28.02.20 12:00


„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განუცხადა, ზვიად კუპრავა გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული. მისივე ინფორმაციით, კუპრავა გამოკითხვაზე მივა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები