პოლიტიკა

"ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს" - ნადირაშვილი კუპრავაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

28.02.20 13:40


ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილის თქმით, გუშინ ღამით ზვიად კურავაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, გუშინ მომხდარი იმის დემონსტრირება თუ როგორ ექცევა ხელისფულება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ აზროვნებენ მამუკა მდინარაძისა და დაჩი ბერაიას მსგავსად და პრობლემებს უქმნიან ქართულ ოცნებას.

"ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, დაამთავრებს ძალიან ცუდად. არ შეიძლება საკუთარი ტიტუშკები დაახვედრო და აცენიმო ადამიანები, ვინც არ მოგწონს. ხელისუფლება იყენებს ამ მეთოდს და ევროპული საქართველოს კარებთანაც ყოველ საღამოს ვხედავთ ე.წ ქართული ოცნების ტიტუშკებს. მეორეს მხრივ, იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს. ასეთი მეთოდები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის არ გრძნობს თავს მყარად. როდესაც თავს მყარად გრძნობ და ფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებ, მაშინ არ არის საჭირო პოლიტიკური ველის მოსუფთავება და მაგალითად გიგი უგულავას გამომწყვდევა ციხეში და არ არის საჭირო საკუთარ ტიტუშკებს ზვიად კუპრავა აცემინო...

როცა შეურაცხყოფას აყენებენ ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს და ამის გამო ადამიანს ციხეში სვამენ, რაც არის ლეგიტიმური, როცა ადამიანს თავს დაესხმები ამის გამო პასუხი უნდა აგო, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ძიუდოისტებს ახვედრებ გიგი უგულავას და პირიქით ბრალს მას უყენებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და შემაშფოთებელია," - ამბობს ნადირაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები