პოლიტიკა

გია ვოლსკი: არ დავუშვებთ, პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს

28.02.20 14:00


"არც დავუშებთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

"ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება, წარმოადგინონ კონკრეტული საარჩევნო ოლქები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სერგი კაპანაძე: პოლიტიკურ ძალას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა.

გუშინ გავრცელდა საარჩევნო სისტემაზე ახალი ვერსია - 110/40-ზე.

ახალი ინიციატივა გულისხმობს - საქართველოს პარლამენტში პროპორციული სიით 110 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 40 იქნება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები