პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობას პრეზიდენტთან შეკითხვები არ ექნება

03.03.20 13:30


ოპოზიციას შეუძლია, შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოხსენების შემდეგ პრეზიდენტს შეკითხვებით არ მიმართავენ.

„შეკითხვები რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მოხსენება იქნება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. იქმება პრეზიდენტის მოხსენება და ამის შემდეგ ჩვენი გამოსვლები.

მოვუსმენთ ყურადღებით და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას.

ოპოზიცია არ ესწრება ისევე, როგორც შარშან. ისინი შარშანაც ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს იტყვის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა შარშანაც გააკეთა ძალიან კარგი გზავნილები, მათ შორის ჩვენს საგარეო, დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ოპოზიციას შეუძლია შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც წელს დაესწრებიან, იმიტომ, რომ ეს ნარატივი აქვთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს მიმართავს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები