პოლიტიკა

"მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს" - პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლას პარლამენტში ოპოზიცია არ დაესწრება

03.03.20 14:30


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს წარსდგება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ დაესწრება.

"ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი მოსიარულე სკანდალია.

“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არანაირ გადაწყვეტლებებს არ იღებს, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ასევე ძალიან ბევრი სკანდალური რამ უკავშირდება მას ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაგალითად, როგორიცაა მკვლელების და პედოფილების შეწყალება და ა.შ. იმდენად მინიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები