პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

03.03.20 16:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს, დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა.

"სომხეთის მხარდაჭერა, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე დავუდასტურეთ ერთმანეთს მზადყოფნა ამ თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებაზე.

ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის არის ძალიან აქტიური ურთიერთობები. იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა და პოლიტიკურ ლიდერებს შეგვიძლია მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება ამ მიმართულებით.

ვისაუბრეთ ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება ამ თანამშრომლობის დონის და მისი ინტენსივობის გამო.

ვფიქრობ, პრობლემები, რომელიც არის რეგიონში, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია.

სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები