პოლიტიკა

"კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია'- ბოკერია

03.03.20 18:00


ევროპული საქართველოს ერთი-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია განცახდებას აკეთებს, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ახალ ინტერვიუზე, სადაც მკაფიოდ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ იხილავს პროგრესს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "ბევრისთვის მოულოდნელი იქნება", რასაც გააკეთებენ.

ბოკერიას თქმით, ივნიშვილის გარემოცვის გამო საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველო იფუჭებს სიტუაციას, ასეევ აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საგარეო პოლიტიკას ზიანს მიაყენებს.

'ზოგადად, პარტნიორებს შორის ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, თუ როგორ მოიქცნენ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და "მისი პოლიტიკური მასხარები პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა,"- ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა გაიაზრებს რა გზაზე დგანან ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქვთ ჯერ კიდევ მცირე დრო გონზე მოსასვლელად.

"კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,’’- ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მოულოდნელი იქნება ის, რასაც აშშ მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები