მსოფლიო

მორიგი ტერაქტი თურქეთში – პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

26.08.16 18:00


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯიზრეს პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა. სააგენტო “როიტერის” ცნობით, დაიღუპა 9 და დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ტერაქტის შედეგად პოლიციის განყოფილების ნაწილი ჩამოინგრა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ მოაწყო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები