პოლიტიკა
04.03.20 11:30
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ იმ დეპუტატების რესურსის საფუძველზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების მიღწევა, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს.
მისი თქმით, დეპუტატების ამ ნაწილს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვთ, ისტორიული როლი შეასრულონ.
„17 თებერვალს ჩვენს მიერ შეთავაზებულ იყო ინიციატივა მმართველი პარტიის მისამართით, განეახლებინა საარჩევნო სისტემის მეტი პროპორციულობის პრინციპის მიღწევის საკითხზე დიალოგის რეჟიმი დეპუტატების იმ ნაწილთან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. მათი რესურსის საფუძველზე შესაძლებელია, მიღწეულ იყოს ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ამ ნაწილს აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, შეასრულონ ისტორიული როლი, რათა მათი პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიცვალოს პოლიტიკურ სარბიელზე დღემდე არსებული ორპოლუსიანობა „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ასოცირებულ ოპოზიციას შორის“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხის ინიცირება არაუგვიანეს 9 მარტისა უნდა მოახდინოს.
„დიალოგის პროცესში ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი (40 პროცენტი ზღვარი, 110/40, 1 პროცენტი ბარიერი), გააუმჯობესებს არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის პროცესში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს დიალოგის პროცესით მიღწეული შედეგის მნიშვნელობა, როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებისთვის.
ჟორჟოლიანის თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ საარჩევნო სისტემის საკითხზე დისკუსიას წყვეტენ და აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადიან.
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას. სამწუხარო რეალობაა, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა – როგორ გავხდე მთავრობა, ვიდრე შეკითხვა – რისთვის უნდა გავხდე მთავრობა. აქედან გამომდინარე, „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ, შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, რომლის მიზანია, მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24