პოლიტიკა

ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანა კონსენსუსი და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება უნდა იყოს

04.03.20 12:00


„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანა კონსენსუსი და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება უნდა იყოს.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განუცხადა, ის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ხედავს.

„უმრავლესობის წინადადება უნდა იყოს გარანტირებული და ამ გარანტიებით იყოს დატვირთული კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებული იქნება, მაქსიმალური მოცულობა უნდა ჰქონდეს პროპორციულ ნაწილს და შეზღუდული იყოს მაჟორიტარების ნაწილი.

მისაღებია 135/15; 130/20; 125/25, ჩვენ ვისაუბრეთ და 110/40-ზე იყო მიუღებელი, მაგრამ დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ექნება მყარი ბერკეტები, რომ ჩაკეტოს სისტემა ისე, რომ გასაქანი არ მისცეს მაჟორიტარულ ნაწილს და საკუთარი თავიც შეზღუდოს. ახლა ეს გარანტიები და მექანიზმები მინდა ნაბეჭდი სახით ვნახო. ბარიერს რაც შეეხება, ვითხოვთ იყოს 3%-იანი ბარიერი და ბლოკებისთვის 5%-იანი.

ხელისუფლება კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებს. ამ ბარიერის გადალახვა თუ არ შეგიძლია პარლამენტში რა გინდა?“ - აღნიშნავს ინაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას, რომელიც დღეს იგეგმება, ინაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებამდე ის ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

„ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, პოლიტიკური კრიზისია, სოციალური კრიზისია. ამას ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ეს სახეზეა. შეკითხვები რა თქმა უნდა, ბევრია ყველა მიმართულებით“, - აცხადებს ინაშვილი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები