პოლიტიკა

"ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს"- ზურაბიშვილი

04.03.20 14:45


სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, როცა საქართველო პარტნიორობისა და ასოცირების გზას შეუდგა:

"ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, ჯერ რა ურთიერთობა მისცეს, თუ რა ფორმა მისცეს თავის ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან, კანდიდატი თუ ასოცირებულ ქვეყნებთან, რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან. რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს, როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც გაფართოების პოლიტიკის სახით ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს"- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები