პოლიტიკა

ოცნება 3-4 დღეში კონსტიტუციურ პროექტს წარმოადგენს, რომელშიც 40%-იან პრინციპს ასახავს - მამუკა მდინარაძის განცხადება

04.03.20 16:00


მმართველი გუნდი 3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს წარმოადგენს, რომელშიც ე.წ 40%-იანი პრინციპი იქნება გათვალისწინებული. ინფორმაცია მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიაწოდა.

"რამდენიმე დღეში კონსტიტუციური პროექტი იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებით იქნება ე.წ 40%-იანი პრინციპი. პრინციპი, რომელის მიხედვითაც პარტია, რომელიც ნებისმიერი კონფიგურაციით, მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ შეძლებს, დააკომპლექტოს მთავრობა ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი. მე მგონია, რომ შეთანხმება მართლაც შედეგით დასრულდება",- განაცხადა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ "2016 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელით, რასაც ახლა ოპოზიციას სთავაზობენ, ქართული ოცნება იმავე შედეგს მიიღებდა, რასაც პროპორციული არჩევნების პირობებში 5%-იანი ბარიერით".

რაც შეეხება ბარიერს, მდინარაძემ ამ თემაზე თქვა, რომ ამაზე ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ.

„რამდენპროცენტიანსაც მოისურვებენ, იმდენზე მივყვებით და ავსახავთ შესაბამის პროექტში", - თქვა მდინარაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები