პოლიტიკა

სოფელ ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს

05.03.20 12:15


გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შიდა ქართლიდან იუწყება, ე.წ. მესაზღვრეებმა დაკავებული ქალი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.

 

ამასთან, „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დაკავების დეტალების დასადგენად და უკანონო პატიმრობაში მყოფის გასათავისუფლებლად.

 

 

 

წყარო: ipn

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები