ანალიტიკა

„ძაღლური ვიზიტი“: ფაშინიანი ჩამოვიდა საქართველოს შანტაჟირებისთვის და „ ნახიჩავნის ბათუმის გაცვლისთვის“

05.03.20 12:55


საქართველოში შედგა სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი. ვიზიტის მომენტი ძალიან მჭევრმეტყველია - ერთი მხრივ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე და მეორე მხრივ, კორონავირუსის ეპიდემიით. ამ ეპიდემიის გამო, საქართველომ აკრძალა სომხეთის ტერიტორიის გავლით ირანის ტვირთების შემოყვანა (ეპიდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი), რომლის გადაყიდვითაც სომეხი ბიზნესმენები სარგებლობდნენ.

ფაშინიანი ჩამოვიდა თბილისში, არა მხოლოდ "ირანული ტრანზიტის" ბლოკირების მოხსნის მიზნით. სომხური მხარე არც კი მალავს განზრახვას, რომ მიაღწიოს ”დიდ ომს” რუსეთსა და თურქეთს შორის, ისე რომ სრული ქაოსის ატმოსფეროში, იგი საბოლოოდ დაიკმაყოფილებს თავის შეშლილ ტერიტორიულ პრეტენზიებს მეზობლების ხარჯზე და მათ შორის საქართველოს ხარჯზე.

მაგრამ თბილისში ვიზიტის დროს, ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველებს მოსწონებოდა. მაგალითად, მან თავხედურად (და აშკარად თვალთმაქცობით) პატივი მიაგო ქართველ გმირთა ხსოვნას, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. რომელთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ხელში ჩაუვარდნენ ბაგრამიანის ბატალიონის სომეხ ბოევიკებსა და სხვა წარმონაქმნებს აფხაზეთში.

ფაშინიანმა ასევე სიფრთხილით "გადალახა" ერევნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიებზე სეპარატიზმის მხარდაჭერის საკითხი და თქვა, რომ "ჩვენს რეგიონში კონფლიქტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს". ქართველ პოლიტიკოსებთან "საჯაროდ" საუბრისას კი, ფაშინიანმა კომპლიმენტები არ დაიშურა საქართველოს მიმართ. აქ არის ერთი მისი განცხადება საქართველოს პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე:
„სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ისეთ ატმოსფეროს მივაღწიეთ, რომელიც ჩემი აზრით, ასეთი კარგი არასდროს ყოფილა. ეს გამოხატულია სხვადასხვა სფეროში. მე გაკვირვებული და მოხარული ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ საქართველოდან სომხეთში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე ვიცით, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე ისვენებს საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრაზე.

უნდა ითქვას, რომ ფაშინიანი აქ ღიად ტყუის. ერევანში „კარგ ურთიერთობად“ ჩაითვლებოდა თუ საქართველო გახსნიდა სომხებისთვის ტრანზიტს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით დეოკუპაციის გარეშე.

მაგრამ გიორგი გახარია უარს აცხადებს ამ საკითხის განხილვაზე.

ასე რომ, ფაშიანიანი მხოლოდ "ლამაზი სიტყვებით" არ ჩამოსულა თბილისში, არამედ არც თუ ისე ლამაზი წინადადებებითაც. უფრო სწორად, ულტიმატუმებით და თუ რა, შეგიძლიათ იხილოთ ნიკოლ ფაშინიანის დაახლოებული რესურსის lragir-ის მასალაში სათაურით: ”ნიკოლ ფაშინიანმა გააფრთხილა საქართველო: ბათუმი მიზნის ქვეშაა” (https://www.lragir.am/ru/2020/03/04/168001/). სტატიაში ნათლადაა მინიშნებული, რომ სომხურმა მხარემ უშუალო შანტაჟი გამოიყენა დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო აშკარად უჭერს მხარს თურქეთის ქმედებებს სირიის იდლიბში, დაეთესათ უთანხმოება ქართულ-თურქულ ურთიერთობებში. მოგვყავს ნაწყვეტი ამ მასალიდან:

”სომხეთის პრემიერ მინისტრი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ საქართველოსაც აქვს შეშფოთება თურქეთის პრობლემებთან დაკავშირებით.

ეს, უპირველეს ყოვლისა, თურქეთის პრეტენზიებს ეხება ბათუმზე, რომელიც გახდება თურქეთის შემდეგი სამიზნე. თანაც, მას შემდეგ კი არა რაც თურქეთი მოაგვარებს სხვა მეზობლებთან პრობლემებს, არამედ სხვა მიმართულებებით, თურქეთმა შეიძლება პრობლემები განიცადოს. ამ შემთხვევაში, ბათუმი შეიძლება გახდეს ”გასასვლელი” ანკარასთვის სხვა პრობლემებისგან.

არსებობს მრავალი გარემოება, მათ შორის ნახიჩევანის საკითხი, რომელიც თურქეთს შეუძლია წაუყენონ რუსეთმა და ირანმა. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანული ექსპერტები ამბობენ, რომ ნახიჩევანის საკითხი უნდა გადაწყდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ანუ უცნობი პირების გარეშე.

ნახიჩევანის სტატუსი განისაზღვრა 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით. გეოპოლიტიკური რეალიები და დრო აწყობს მოსკოვსა და ანკარას ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას.

სწორედ ამ ხელშეკრულებით იქნა გადაცემული ბათუმი საქართველოსთვის - ნახიჩევანისა და არარატ-სურმალულის სანაცვლოდ.

ზუსტად, ამ საკითხს სომხეთის პრემიერ-მინისტრი განიხილავდა საქართველოში სომხურ თემთან შეხვედრაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საკითხი განიხილებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც? ნებისმიერ შემთხვევაში, უცნაური იქნება, თუ ეს საკითხი არ შევა სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგში, სომხეთის პოლიტიკური და საკომუნიკაციო ამოცანების გათვალისწინებით”.

ამ მასალიდან ირკვევა ფაშინიანის შანტაჟის არსი. ან თანახმა ხართ, რომ ჩვენი თოჯინები იყოთ, ან ჩვენ ვაწარმოებთ "ბათუმის გაცვლას ნახიჩევანზე". თურქეთს კი, რუსული დახმარებით, ჩვენ დავუბრუნებთ ქართულ ბათუმს "ჩვენი" არარატის და ნახიჩევანის სანაცვლოდ. ან იქნებ ჩვენ თვითონ ავიღოთ ბათუმი, რადგან თქვენ ვერ დაიცავთ მას თურქებისგან.

თუ ეს განიხილებოდა გახარიასა და ფაშინიანის მოლაპარაკებებში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჩუქარი სომეხი პრემიერისთვის ძალიან სიმბოლურად გამოიყურება

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ხალხურ ტრადიციებში, როდესაც პატარძალსა და მის მშობლებს სურთ უარით გაისტუმრონ სასიძო, მათ აძლევენ გოგრას (უკრაინულად - გარბუზ). არის გამოთქმა: ”მისცა გარბუზი“ - ე.ი. უარით გაისტუმრა.

გახარიამ ფაშინიანს ძაღლი აჩუქა, უფრო სწორად, კავკასიური ნაგაზის ლეკვი გადასცა. დიდი ალბათობით, ეს არ ნიშნავს თანხმობის ნიშანს.

მაგრამ საპირისპირო მინიშნება სავსებით შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვლი, რომ სომხეთის საელჩო თბილისში მდებარეობს შესახვევში, რომელსაც ხალხში "ძაღლის შესახვევს" (собачий переулок) უწოდებენ.

სომეხ ნაციონალისტებს სურთ, რომ საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან წააჩხუბონ და ამით დაუცველი გახადონ ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. რათა შემდეგ, როგორც კი ჩაუვარდებათ ხელთ „საშუალება“ დაყონ მისი მიწები. ასე რომ, ძაღლი არის მჭერმეტყველი საჩუქარი. რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ფაშინიანს შეიძლება ვუთხრათ ცნობილი რუსული გამოთქმა «не ваше собачье дело».




KavkazPlus

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები