პოლიტიკა

"ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის " - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

09.03.20 11:15


აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. რეზიდენციიდან გამოსული მხარეებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მედიასთან განმარტებები გააკეთეს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა არსებულ შეთანხმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი სიკეთე უწოდა.

"მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის ხელისუფლება და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე და 1 პროცენტიან საარჩევნო ბარიერზე შეთანხმდნენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები