ეკონომიკა

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 12,1 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა

09.03.20 11:45


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $31 მლნ-ია , რაც გასული წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

"ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების, ასევე იაპონიისა და კანადის მიმართულებით. სტაბილურია ასევე ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინის ღირებულების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება რაოდენობრივ მაჩვენებელს, რაც მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ფასი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთი - 7 585 000 ბოთლი (-13%), უკრაინა - 1 314 750 ბოთლი (+35%), პოლონეთი - 1 1103 84 ბოთლი (+77%), ჩინეთი - 562 664 ბოთლი(-6%) და ყაზახეთი - 274 068 ბოთლი (-21%).

2 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროპის ქვეყნების მიმართულებით: ლატვია - 230 730 ბოთლი (+30%), გერმანია - 150 862 ბოთლი (+53%), ლიტვა - 115 992 ბოთლი (+11%), ესტონეთი - 97 326 ბოთლი (+29%), შოტლანდია - 53 124 ბოთლი (100%), დიდი ბრიტანეთი - 35 046 ბოთლი (+349%), ნიდერლანდები - 21 006 ბოთლი (2593%) და ა.შ. ასევე აღსანიშნავია იაპონია - 16 512 ბოთლი (+86%), კანადა - 40 740 ბოთლი (+5%), ბელარუსი - 146 598 ბოთლი (+82%), მოლდოვა - 3 2988 ბოთლი (+16%), სამხრეთ კორეა - 26 700 ბოთლი (+100%) და სხვა.

წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა.

საანგარიშო პერიოდში $8,7 მლნ-ის ღირებულების 4,25 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული (ზრდა 1%) და $272 000 ღირებულების 102 ათასი ბოთლი ჭაჭა (ზრდა 20%).

მთლიანობაში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია $46,8 მლნ რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები